„ჩვენ გვირჩევნია მონაკოს უკანალზე ვაკოცოთ, ვიდრე რუსეთში, მსოფლიოში საუკეთესო კურორტები ავაშენოთ“, – წერს „ტელეგრამ“ არხზე რუსეთის პროპაგანდისტი წამყვანი, თინა კანდელაკი და ამბობს, რომ ამ ფონზე, გულწრფელად სტკივა იმის გაგება, „რუსულ ოლიგარქიას, რომელიც კოსმოსური სიჩქარით მილიარდებს შოულობს, ვოლგის მარშრუტზე არც ერთი რუბლის ინვესტიცია არ განუხორციელებია“.
„მაგრამ ისტორია ტყის საუკეთესო წესრიგია და ახლა, როდესაც მრავალი მილიარდი გაქრა, მსურს იმედი ვიქონიო ახალი რუსული სამყაროს, სადაც მიღებული ფული დაიხარჯება ჩვენს სამშობლოში და დატოვებს არანაკლებ დიდებულ მემკვიდრეობას, ვიდრე რუსეთის იმპერიის ვაჭრები“. – წერს თინა კანდელაკი.