LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოცხლები და საღ-სალამათები არიან“ – გუბერნატორის მოადგილის თქმით, მეწყრულ ზონაში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 40 ადამიანია 

184
Untitled design

„ეს ადამიანები ცოცხლები და საღ-სალამათები არიან“ – გუბერნატორის მოადგილის თქმით, მეწყრულ ზონაში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 40 ადამიანია

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის ინფორმაციით, რაჭაში მდებარე  სასტუმრო „სანსეტ შოვში“ სადაც მეწყერი ჩამოწვა, დაახლოებით, 40 ადამიანი იმყოფება.

ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს 

ქრისტინე კობახიძემ ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, სამაშველო ოპერაციაში მალე ვერტმფრენი ჩაერთვება.

ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“ 

„ვერტმფრენი შოვში წუთი-წუთზე დაჯდება, შემდეგ უკვე სამაშველო ოპერაცია დაიწყება, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს.

„სანსეტ შოვის“ დამსვენებლები და სასტუმროში მომუშავე დაახლოებით 40 ადამიანია და დამატებით კიდევ რამდენი ადამიანია, ვერ გეტყვით. ეს ადამიანები ცოცხლები და საღ-სალამათები არიან. დეტალურად ვერაფერს გეუბნებით“, – უთხრა ქრისტინე კობახიძემ „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ცოტა ხნის წინ, მასიდან ერთი მცირეწლოვანი ბავშვი უვნებელი ამოიყვანეს.

ამავე თემაზე:

„ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას“ – მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g