LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტრაგედიით სარგებლობის, მავნებლობისა და თაღლითობის ის მასშტაბი, რასაც ორი დღე ვხედავთ, მართლა წარმოუდგენელია” – მამუკა მდინარაძე

278
Capture

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე შოვში მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს.

“უმძიმესი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ჩვენს ქვეყანას.

ტრაგედიით სარგებლობის, მავნებლობისა და თაღლითობის ის მასშტაბი, რასაც ორი დღე ვხედავთ, მართლა წარმოუდგენელია. სხვა შეფასება ალბათ რთულია და ახლა არც ამის დროა.

ომბუდსმენი რაჭის სტიქიაზე: „კრიზისულ ვითარებაში საჭირო ტექნიკის ნაკლებობა კვლავ თვალსაჩინო გახდა“

მადლობა ყველა უწყებას, მაშველებს, პოლიციელებს, რომლებიც თავდაუზოგავად და მაღალპროფესიულად ებრძვიან სტიქიის შედეგებს. მათ უკვე შეძლეს ყველა ადამიანი, რომლებთანაც კომუნიკაცია შედგა, უვნებლად გამოეყვანათ სტიქიის ზონიდან, ახლა კი ძებნის სამუშაოებს აგრძელებენ დაკარგული ადამიანების პოვნის უდიდესი იმედით”, – წერს მამუკა მდინარაძე.

„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო – ასეთი სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია“ – პრემიერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g