შოვში, სტიქიის ზონაში ერთ-ერთი დაღუპული გიორგი ყარალაშვილია. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დაღუპულის მეგობრებმა გაავრცელეს.
“წავიდა ყარალა..
არა მხოლოდ უბრალოდ კარგი ადამიანი, საოცარი ღირებულების პარტიოტი და მომავლის მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ!”, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მეგობარი.
ცნობისთვის, გიორგი ყარალაშვილი შოვში დასთან, სოფი ყარალაშვილთან და მეგობართან, დავით ბერიაშვილთან ერთად ისვენებდა.
სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში