თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭო რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, შეთანხმდნენ ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაზე.
ასევე, თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაბრუნება „აღკვეთს შესაძლო ნეგატიურ შედეგებს გაჭირვებულ ქვეყნებში და ხელს შეუწყობს სასურსათო სტაბილურობას“.
„მოწოდება გაიგზავნა ყველა მხარესთან, რომ დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და დაასრულონ ომი“, – ნათქვამია განცხადებაში.