LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონის მერი: 21 გარდაცვლილი მოქალაქიდან 19 იდენტიფიცირებულია

248
სერგო ხიდეშელი

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული 21 ადამიანიდან 19 ადამიანი იდენტიფიცირებულია. კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს 12 დაკარგული ადამიანის სამშებრო-სამაშველო სამუშაოები.

თემურ მღებრიშვილი: ყველაზე მეტი ცხედარი ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი.. სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 21 მოქალაქე არის გარდაცვლილი და ნაპოვნი, აქედან 19 იდენტიფიცირებულია, 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია ყველა უწყება, სამინისტრო, 100-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, სამაშველო სამსახური..

პრიორიტეტული ლოკაციები არის პირველ ეტაპზე შერჩეული, სადაც შესაძლებელი იყო, მოქალაქეები ყოფილიყვნენ. მათ შორის არის ეგრეთ წოდებული მინერალური წყლის, კალცის წყლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისმა წარმომადგენლებმა გზა გაჭრეს. მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის გადაადგილება და სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც კოტეჯები იყო განლაგებული. ასევე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის ხეობაში, სადაც ბოლოს ერთ-ერთი მოქალაქე იპოვეს“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.

თემურ მღებრიშვილი – სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას – მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები

magti 5g