LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღარც კი მეგონა, მსგავსი ადამიანი თუ დადიოდა ამქვეყნად, მან ჩემი თავის საუკეთესო ვერსია დამანახა” – ცისანა სეფიაშვილი

2426
ფორტუნა - 2023-08-11T120203.610

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ოთხი შვილი დედაა. ბუნებრივია, დიდი ოჯახის დიასახლისს ბევრი საქმე აქვს, თუმცა ის ყოველთვის ახერხებს, იყოს მომხიბვლელი. ცისანა სეფიაშვილი „სარკესთან“ მის ცხოვრებაში მომხდარ  სიახლეზე საუბრობს:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი არაჩვეულებრივი შვილი, საუკეთესო მშობლები. ჩემს პირად ცხოვრებაშიც ბედნიერების ჟამია. ჩემ გვერდით არის ადამიანი, ისეთი შესანიშნავი, ისეთი საუცხოო თვისებებით შემკული, რომ აღარც კი მეგონა, მსგავსი თუ დადიოდა ამქვეყნად. მან ჩემი თავის საუკეთესო ვერსია დამანახა და პირველად შემიძლია, ვთქვა ხმამაღლა და დარწმუნებით, ეს მე ვარ, ცისანა, სავსე სიყვარულით და ბედნიერებით!“. – ამბობს ცისანა „სარკესთან“ საუბარში.

ვიდეო: ცისანა სეფიაშვილის განსაკუთრებული „ლუქი“ და მამასთან ერთად შესრულებული სიმღერა

ვიდეო: ულამაზესი ცისანა სეფიაშვილი მამასთან ერთად „ნუშების თოვლს“ ასრულებს

ვიდეო: ცისანა სეფიაშვილი ასრულებს სიმღერას, რომელიც შვილებს მიუძღვნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g