სანდრო იზორიას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. სანდროს 1 თვის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ამ ეტაპზე მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია მხარზე, რადგან ძვალი ეშლება, ასევე საჭიროა სხივური თერაპია.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში სანდროს და, თიკა იზორია ავრცელებს და წერს, რომ, პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 90 000 დოლარის მობილიზებაზეა საუბარი.
აქვე აღსანიშნია, რომ სანდროს დასახმარებლად შექმნილია ფეისბუკ-ჯგუფი – https://www.facebook.com/groups/236604119343131
„არასდროს არ მეგონა, რომ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მით უმეტეს, ჩემს ძმაზე, თუმცა სხვა გზა არ მაქვს.
1 თვის წინ ჩემს ძმას დაუდგინეს სიმსივნე, კვლევების ჩატარების შემდეგ საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა ექიმმა დასვა ფილტვის მეოთხე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი და, ფაქტობრივად, იმედები გადაგვიწურა.
ბევრი მოკვლევის შემდეგ და ბევრი ადამიანის დახმარებით, სანდრო წავიდა ისრაელში, სადაც გვითხრეს, რომ არ არის საკმარისი კვლევები ჩატარებული ზემოთ აღნიშნული დიაგნოზის დასასმელად და ამ ეტაპზე, გრძელდება როგორც კვლევები, ასევე მკურნალობა.
ამ ეტაპზე სასწრაფოდ არის გასაკეთებელი ოპერაცია მხარზე (რადგან ძვალი ეშლება) და სხივური თერაპია.
პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 90 000$-ის მობილიზებაზეა საუბარი.
ვცდილობ, დაფინანსების რამე წილი სახელმწიფო სტრუქტურებმა აიღონ თავის თავზე – დოკუმენტები შემაქვს მერიაში და ჯანდაცვის სამინისტროში.
სანდროს ჰყავს ორი შვილი და, მინდა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მალე ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს.
ნებისმიერი დახმარება ჩვენი ოჯახისთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს ბანკი: მიმღები – თინათინ იზორია
#GE91BG0000000101033402
TBC: მიმღები – ეკა ხომერიკი
#GE89TB1100000302201221
ანგარიშის ნომრებს ასევე დავწერ კომენტარებში.
ასევე შევქმენი ჯგუფი, სადაც დავწერ ხოლმე აფდეითებს, ვისაც სურვილი გექნებათ, დაემატეთ ჯგუფში
https://www.facebook.com/groups/236604119343131
ყოველი თქვენგანის მადლობელი ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე“, – წერს თიკა იზორია სოციალურ ქსელში.
არასდროს არ მეგონა, რომ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მითუმეტეს ჩემს ძმაზე, თუმცა სხვა გზა არ მაქვს.
1 თვის წინ ჩემს…
Posted by Tika Izoria on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023