LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთვის ის, რაც მოხდა, არის სტიქიური უბედურება – რას წერს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე

1049
ფორტუნა - 2023-08-14T120504.112

შოვში მომხდარი ტრაგედიიდან მე-12 დღეს ონში სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ამ დროისთვის დაკარგულ 9 ადამიანს ეძებენ. მათ შორის ზაზა მესხს შვილებთან ერთად.

იდენტიფიცირებულია მხოლოდ ზაზა მესხის მეუღლის, ალინა პოლიკოვსკას ცხედარი.

ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე სინტა დეპონტი თბილისში იმყოფება. სინტა სოციალურ ქსელში მომხდართან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მათთვის რაც მოხდა არის სტიქიური უბედურება.

„ნათესავებთან ძნელი საუბარი გვქონდა; ყველანი ემოციურები ვართ და ეს საერთო გადაწყვეტილებას მიღებას არ აადვილებს.

ადრეც აღვნიშნე, რომ ზოგს უნდა მომხდარის დამნაშავეების პოვნა და მათი დასჯა. ჩვენთვის ის, რაც მოხდა, არის სტიქიური უბედურება – ასეთი, რომელიც ხდება მთებში, სადაც ბუნებას უფრო დიდი ძალა ვიდრე ყველაფერს, რაც ადამიანს შეუძლია გამოიგონოს.

თუკი ქმედება თქვენთვის დაკარგვის ტკივილთან გამკლავების გზაა, ერთი მიმართულება, რომელზედაც ვფიქრობ, როგორც ნამდვილად სასარგებლო, არის მხარდაჭერისა და ექსპერტიზის მობილიზება ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებისთვის (და ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ისინი მიიღონ და განახორციელონ). ამგვარად, თქვენი ენერგია ხელს შეუწყობს წვლილს, რომელიც შეიძლება მომავალში ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოს.

რაც უკვე მოხდა, იმას ვეღარ შევცვლით…“ – ვკითხულობთ ზაზა მესხის ყოფილი მეუღლის სტატუსში.

რა ხანია მივხვდი, რომ თავს ვერ ვუტყდებოდი სიმართლეში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავნებდი – ზაზა მესხს მეგობრები ემშვიდობებიან

„ზაზა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ჰოლანდიიდან ჩამოვიდა, სამივე ბიჭია.. კავშირი გუშინ, საღამოს 11 საათიდან შეწყდა“ – შოვში სტიქიის შედეგად დაკარგულ ოჯახს ეძებენ

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის მეუღლეს, ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g