რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულ გვანცა ბუბაშვილს და სალომე ხეთაგურს ამ დრომდე ეძებენ. მათი ოჯახის ახლობელი დეა ძამანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მაშველებმა გვანცა ბუბაშვილის მანქანა იპოვეს და გოგონები შიგნით არ არიან.
ოჯახის ახლობელი იმედოვნებს, რომ სტიქიის დროს გოგოებმა სამშვიდობოს გასვლა შეძლეს და ცოცხლები არიან.
„ძალიან ბევრი მწერთ პირადში ყველას ვერ გიპასუხებთ და აქ დავწერ, იპოვეს გვანცას მანქანა, გოგოები შიგნით არ არიან საბედნიეროდ თუ საუბედუროდ უკვე აღარ ვიცით, პატარა იმედი ისევ გაგვიჩნდა რომ სადღაც იმალებიან და ცოცხლები არიან ? ისევ ვეძებთ სალომე ხეთაგურს და გვანცა ბუბაშვილს??“, – წერს დეა ძამანაშვილი.