LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქო, შესაძლოა, მხედველობის გაუარესების მიზეზი გახდეს

136

ბრიტანელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მწეველები თავის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნიან და ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები – ეს მხოლოდ დასაწყისია.

სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ თამბაქოს მომხმარებლებს მხედველობის გაუარესების 4-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ. მიზეზი კი ისაა, რომ სიგარეტის ბოლის შემცველობაში არსებული მავნე ნივთიერებები თვალზე ცუდად მოქმედებს. ისინი კატარაქტას და მხედველობის ორგანოს სხვა დაავადებებს იწვევენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მწეველები საფრთხეს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ გარშემომყოფებსაც უქმნიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები