LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep-მა დიზელზე მომუშავე ბოლო პიკაპებზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო

174
2023 Jeep® Gladiator FarOut edition with 3.0-liter EcoDiesel V-6 engine

Jeep-მა დიზელზე მომუშავე უკანასკნელ ავტომობილებზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო. სპეც-ვერსიის Gladiator Rubicon FarOut -ით კომპანია Jeep ძრავა EcoDiesel-ს დაემშვიდობება. სულ 1000 პიკაპის გამოშვება იგეგმება და თითოეული განსაკუთრებულ დეკორს მიიღებს, წინასწარი შეკვეთების მიღება სექტემბრის თვიდან შეწყდება, კლიენტები კი თავის მანქანებს წლის ბოლომდე მიიღებენ.

კონცერნ Stellantis-ში დიზელზე უარს ეტაპობრივად ამბობენ: „მძიმე“ საწვავზე უარი ჯერ Maserati-მ თქვა, გასულ წელს ძრავათა ვარიაციიდან გაქრა V6, რომელიც Jeep Wrangler-ს და Ram 1500-ის პიკაპებს ჰქონდა. თუმცა, V6-ის საბოლოო აღსასრული Gladiator Rubicon Farout-ის წარმოების დასრულებასთან ერთად დადგება.

საიუბილეო Gladiator-ის ფოტოები არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია რომ მოდელი წითელ და შავ ფერში შესრულებული სალონით იქნება გამორჩეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g