LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია – “მეეჭვება, შს მინისტრის პარლამენტში მოსვლა იმაზე უფრო ინფორმაციული იყოს, ვიდრე პარლამენტის შენობის გარეთ გაკეთებული კომენტარებია”

142
fot (1)

“ინტერპელაცია ერთგვარი ემოციების გამოხატვის შესაძლებლობაა – მეეჭვება, შს მინისტრის პარლამენტში მოსვლა იმაზე უფრო ინფორმაციული იყოს, ვიდრე პარლამენტის შენობის გარეთ გაკეთებული კომენტარებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

გარდა ამისა, ხვიჩიას თქმით, „გირჩს“ პარლამენტში არც ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელი არ შეუშლია და ამჯერადაც ასე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს. საკანონმდებლო ორგანოში წერილი გუშინ დაარეგისტრირეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები