თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ხანძარი იყო.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვაში გაჩნდა.
დამწვარია საოჯახო ნივთები.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.