LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტლინ ჯენერი სინდი კროუფორდს ბაძავს (ფოტო)

39

კეიტლინ ჯენერი მემუარების გამოსაცემად ემზადება. წიგნი სახელწოდებით „ჩემი ცხოვრების საიდუმლო“ აპრილში გამოვა. იქამდე კი ყოფილი ოლიმპიელი არ უშვებს ხელიდან შანსს, სხვადასხვა იმიჯით გამოჩნდეს პაპარაცებთან.

ამჯერად, ცნობილი ტრანსგენდერი მალიბუში სეირნობისას დააფიქსირეს. ცისფერ მაისურსა და თეთრ ჯინსებში გამოწყობილი კეიტლინი, რომელიც ყავას მიირთმევდა, ერთი-ერთში იმეორებდა სინდი კროუფროდის სტილს. ამავე სამოსში 90-იანი წლების სუპერმოდელი არაერთხელ ვიხილეთ.

67 წლის კეტილინ ჯენერისთვის სინდი კროუფორდის სტილი ინსპირაცია გახდა. ის რამდენჯერმე გამოჩნდა ცნობილი მოდელის იმიჯით. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები