LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

158
ტრჯ

საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახიდე გადასასვლელი ეწყობა, რის გამოც, 18 და 20 აგვისტოს, 06:00-დან 09:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება „თბილისი მოლიდან“ დედაქალაქის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით შეძლებენ.

„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,“ – აღნიშნავენ მერიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g