კომპანია Lamborghini-მ თავისი პირველი ელექტრომობილის თიზერი გამოაქვეყნა. გამოსახულებაში კარგად ჩანს სახურავი, მინები და კაპოტი მოდელის, რომელსაც ჯერ-ჯერობით სახელი არ აქვს.
ზოგიერთი დაუზუსტებელი ინფორმაციით, ელექტროქარს კონცეპტუალური სუპერსედანის Lamborghini Estoque-ს იდეით შექმნიან, რამეთუ ამ მანქანაზე უკვე 15 წელია რაც საუბრობენ და დღემდე ვერ შეძლეს მისი გამოშვება. ამასთან, სიახლე გარკვეულ დეტალებს სუპერჰიბრიდის Revuelto-სგანაც ისესხებს.
რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.