3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულ მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს დაკრძალავენ.
მარიამ მაისურაძის შესახებ მიმართვას ავრცელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს:
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი დიდი ტრაგედიის გამო და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს.
სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს მარიამ მაისურაძეს დაკრძალავენ სამშაბათს, 22 აგვისტოს, ქ. რუსთავში“, – წერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი დიდი ტრაგედიის გამო და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს…
Posted by თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University on ორშაბათი, 21 აგვისტო, 2023
შეგახსენებთ, მარიამ მაისურაძესთან ერთად, შოვის სტიქიას ემსხვერპლა მარიამის დედა – 49 წლის შორენა ბიჭაშვილიც.
ცნობისათვის, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ 5 ადამიანს.
შოვში დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს და კოტე და მარიამ მაისურაძეებს 22 აგვისტოს დაკრძალავენ