თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი, ტექნიკური მიზეზით, რამდენიმე წუთით გაჩერდა. ამის შესახებ „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
მანამდე სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გვირაბში ყოფნისას მეტრო გაჩერდა და შუქი ჩაქრა.
„მეტრო სულ 4 წუთით გაჩერდა და ახლა მოძრაობა სრულად აღდგენილია“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.