LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია საქართველოში ავტომობილის ყველაზე პოპულარული ფერი – 2017 წლის მონაცემები

62

2017 წლის იანვარ–თებერვალში საქართველოში 4992 ცალი რუხი ფერის ავტომობილი შემოიყვანეს.

როგორც მთლიანი გასული წლის სტატისტიკაში, ეს ფერი 2017 წლის ავტომობილების იმპორტშიც ყველაზე პოპულარულია.

მონაცემების მიხედვით, რომელიც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსკლუზიურად მიაწოდა, მას მოსდევს თეთრი ფერის ავტომობილები. მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში 2819 თეთრი ავტომობილი იმპორტირდა.

2017 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, ავტომობილების ფერებში მესამე ადგილზე – შავია. ამ პერიოდში საქართველოში 2632 შავი მანქანა შემოიყვანეს.

მეოთხე ადგილს ლურჯი იკავებს – 1410 ცალი. ხოლო ხუთეულის ბოლო ადგილი ამ ორ თვეში წითელ ფერს უჭირავს. იანვარ–თებერვალში, სულ რაღაც 599 წითელი ფერის ავტომობილი იმპორტირდა.

შემდეგი რეიტინგში მწვანე, ყავისფერი, ყვითელი,  იისფერი, ნარინჯისფერია, ვარდისფერი და მეწამური მუქია.

2017 წლის პირველ ორ თვეში სულ 2 ვარდისფერი და 1 მეწამური მუქი ავტომობილი განაბაჟეს. სწორედ ეს ორი ფერია ამ პერიოდში ყველაზე არაპოპულარული.

2016 წლის სრული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ავტომობილის ყველაზე პოპულარული ფერი რუხია. რუხის შემდეგ პოპულარობით 2016 წელს შავი და თეთრი ავტომობილები სარგებლობდა.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები