LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას ბიბლიოთეკა მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს

196
thumb_1024x663_garcia-marquez-library-11zon

ბარსელონას ბიბლიოთეკა, რომლის სპეციალიზაციაც ლათინურ-ამერიკული ლიტერატურაა, მსოფლიოში საუკეთესო საჯარო ბიბლიოთეკად აღიარეს. The Mayor-ის ინფორმაციით, ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილება ბიბლიოთეკების საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო.

ბიბლიოთეკა, რომელიც კოლუმბიელი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის სახელს ატარებს, ბიზნეს რაიონში გასულ წელს გაიხსნა. დაწესებულება ქალაქში სიდიდით მესამე ბიბლიოთეკაა და მისი ფართობი 4 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, მთელი სივრცე 6 სართულზეა გადანაწილებული.

ჟიურიმ მაღალი ქულით შეაფასა როგორც შენობის არქიტექტურა, ასევე თანამშრომელთა მონდომება, მოიზიდონ მაქსიმალურად ბევრი ვიზიტორი. მაგალითად, წელს ბიბლიოთეკაში გაიხსნება „გრძნობების ოთახი“, რომელიც იმ ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი, ვისაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვს.

ბიბლიოთეკა 800 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ზოგიერთ დღეს 1000-მდე ვიზიტორის მასპინძლობაც უწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები