ფილოლოგი და ფსიქოლოგი, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი შალვა ამონაშვილი მშობლებს ურჩევს სამ წიგნს, რომელიც თავად უნდა წაუკითხონ შვილებს.
შალვა ამონაშვილის აღნიშნულ რჩევას ფეისბუკ გვერდი „ამონაშვილის აკადემია“ ავრცელებს.
„პატარა პრინცი“ – წავიკითხოთ, მერე ისევ გადავიკითხოთ და ბავშვს თავად მოუნდება, კიდევ დაუბრუნდეს იმიტომ, რომ იქ ისეთი აზრებია, რომლებიც ჩვენი ცხოვრების შემადგენელი უნდა გახდეს.
„თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ – ძალიან გთხოვთ, ეს წიგნი წაიკითხოთ და ბავშვსაც წააკითხოთ. ეს მე-4-მე-7 კლასში საკითხავად კარგია.
„ლურჯი ფრინველი“ – ფრანგი მწერლის ნაწარმოებია, სადაც აღწერილია როგორ მოგზაურობენ პატარა ბავშვები სხვადასხვა სამყაროში.“
აღმზრდელობით თემებზე პედაგოგის რჩევებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე.
შალვა ამონაშვილი: „თუ ბავშვს ვეტყვით, ახლავე წადი დასაძინებლადო, ამ დროს სული ფორიაქდება…“
შალვა ამონაშვილი: ჩვენ აღზრდას სერიოზულად არ ვუდგებით, სკოლაში საერთოდ გამოვრიცხოთ აღზრდა, არ არის
ვიდეო: „რაც დღეს ბავშვს აკლია, ეს არის მზრუნველი და მეგობარი ადამიანი” – შალვა ამონაშვილი