LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზია ორველაშვილი: „ჩემი ცოლის დაქალებში“ კოცნის სცენის შესახებ დედას ვუთხარი, მაგრამ მამას – არა…“

534
მზია ორველაშვილი

ცნობილი მოცეკვავე მზია ორველაშვილი ჟურნალ „გზას“ უმხელს, თუ რატომ გაუჭირდა მამისთვის „ჩემი ცოლის დაქალებში“ კოცნის ეპიზოდის შესახებ თქმა.

„იმხელა გამოცდილება, რასაც „ჩემი ცოლის დაქალებში” ვიღებ, არასოდეს მქონია. არის ეპიზოდები, როცა როლი რთულად შესასრულებელია, მაგრამ არ ვიმჩნევ…

ეროტიკულ ეპიზოდს გულისხმობ?

ჰო (იღიმის). მაგალითად, კოცნის სცენის შესახებ დედას კი ვუთხარი, მაგრამ მამას – არა…

როგორ მიიწვიეს „ჩემი ცოლის დაქალებში“ ცნობილი მოცეკვავე მზია ორველაშვილი: „ისე გამიხარდა, ლამის ვიტირე…“

ამ სცენის გადაღებისას, გადასაღებ მოედანზე რა ხდებოდა?

ჩემს პარტნიორს, ტერენტის როლის შემსრულებელს ვუთხარი, – დათო, მოდი, იცი, როგორ გავაკეთოთ? ვითომ ერთმანეთს ვაკოცეთ და თავი მარჯვნივ-მარცხნივ ვაქანაოთ-მეთქი (იცინის). ლამის სიცილით დავიხოცეთ… საბოლოოდ, ერთმანეთს ვაკოცეთ – სხვა გზა არ გვქონდა. ვიფიქრე, რომ მოვიტყუებოდით, მაგრამ ვერა… ძალიან გამიჭირდა. ხალხი ამ კუთხით არ მიცნობს. „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობის დროსაც, ვცდილობ, მაქსიმალურად მოკრძალებული კაბები მეცვას, რადგან 2 შვილის დედა ვარ, 2 ბიჭი მეზრდება. ამიტომ ცოტათი ვნერვიულობდი – ვიღაცამ “რაღაც” არ იფიქროს, ცუდი კომენტარი არ დამიწეროს-მეთქი. განვიცდიდი, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე. ერთ-ერთი მათგანი მსახიობი – გიორგი ცაავა გახლდათ. ვუთხარი, – მაგრად მეშინია, რას იტყვის ხალხი-მეთქი. პირდაპირ მითხრა, – გოგო, შენ ხომ არ „უბერავ”? იმდენი მსახიობი ქალისთვის მიკოცნია, რომ ყველას შესახებ “რაღაც” უნდა ეთქვათ! ნორმალური ადამიანი ასეთ ეპიზოდებს “სხვაგვარად” საერთოდ არ აღიქვამს, რა სისულელეაო!.. ბევრი ლაპარაკის მერე, ეს ბარიერი გადავლახე. ჰო, რა მოხდა? ეს ხომ სერიალია? მგონი, დღეს ასეთი რაღაც არავის უკვირს, მაგრამ ოჯახის წევრებთან მაინც მორიდების განცდა მაქვს.

მამას როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა კოცნის ეპიზოდი ნახა?

ჯერ არ უნახავს… ვღელავ… მგონი, არაფერს მეტყვის. საერთოდ, მამა ძალიან თანამედროვე ადამიანია. უბრალოდ, თავად ვარ ასეთი, მშობლების რიდი მაქვს, განსაკუთრებით – მამის. 33 წლის გახლავართ და როცა რაღაცის გაკეთება მინდა, მაინც მშობლებს ვეკითხები, მათ აზრს ვითვალისწინებ, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ… მშობლები ძალიან მიყვარს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g