მოგზაურთა პორტალმა TripAdvisor-მა ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა და 2017 წლის საუკეთესო ავიაგადამზიდის წოდება არაბულ Emirates მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სპეციალური ჯილდო ასევე საუკეთესო ეკონომ და პირველი კლასის სალონებისთვისაც მიიღო. რაც შეეხება საუკეთესოთა მეორე პოზიციას, მას სინგაპურის ავიახაზები – Singapore Airlines იკავებს. ლიდერთა სამეულს კი ბრაზილიური დაბალბიუჯეტიანი კომპანია Azul ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ასევე კორეის, იაპონიის, ტაილანდისა და ამერიკის ავიახაზებიც მოხვდნენ.