LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: ნუ გეშინიათ ამ „ჩმორების“ და ლაჩრების – სად არიან ახლა, გუშინ რომ კუნთებზე იყურებოდნენ? დღეს ბევრნი ვართ და იმალებიან

193
ფორტუნა - 2023-09-04T145452.772

„რუსულმა ოცნებამ“ და რუსმა ფეოდალმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტა, ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი ადგილობრივებს წაართვას. ამოიღეთ ხმა, ნურაფრის გეშინიათ და ნუ ჩურჩულებთ, რომ რაღაცები არ მოგწონთ. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ამ რუსებმა და ლაჩრებმა შეგვაშინონ. თითოეულ თქვენგანთან ვიქნები, ვისაც დასჭირდება, ჩვენ ერთ გუნდად მოვალთ და დავიცავთ თითოეული თქვენგანის ინტერესს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჩოხატაურში განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, თუკი მშენებლობას მაინც დაიწყებენ, მისი „ფიზიკურად დაცვა მოუწევთ”.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცილს გვწამებენ იმაში, რაც მათაც არ იციან, აცხადებენ, რომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“ - ჩოხატაურის მერი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

„გაკადნიერდნენ და ნოდარ დუმბაძის სახელი რომ ჰქვია სკვერს, იქ გადაწყვიტა ჩიგოგიძემ კიდევ დამატებით ჯიბეები გაისქელოს. გუშინ, ჩვენ ყველამ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებს როგორ დაესხნენ თავს და ფიზიკურად როგორც გაუსწორდნენ. ლაჩარი, „ჩმორი“ ხალხი, რომელიც რამდენიმე ადამიანს მიუვარდა და მათ შორის ქალბატონებს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ეს „ჩმორები“ და „ბანძები“ დღეს დამალულები არიან. ამ ფლაერებს, სადაც რუსი ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე არიან, აუცილებლად დავარიგებთ ჩოხატაურში, ამ სკვერში, სადაც ვდგავართ, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობისაა და აუცილებლად დავიცავთ, თუ მშენებლობას დაიწყებენ, ფიზიკურადაც მოგვიწევს ამის დაცვა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს და მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, გურულებს, ყველას აბსოლუტურად – ჩემო მეგობრებო, ნურაფრის გეშინიათ, ნუ გეშინიათ ამ „ჩმორების“ და ამ ლაჩრების. სად არიან ახლა, გუშინ რომ კუნთებზე იყურებოდნენ, გადახედეთ აბა, რამდენი ვართ ჩვენ და როგორ იმალებიან დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ვერც გაბედავენ და ვერც გამოჩნდებიან.

თითოეულ მოქალაქეს მინდა ვუთხრა, არამარტო ჩვენს ადგილობრივ პარტიულ ლიდერებს, თითოეული თქვენგანის ინტერესს დავიცავ, ჩასასვლელი სადაც ვიქნები, ყველგან ერთ გუნდად მოვალთ და დაგიცავთ თითოეულ თქვენგანს. ჩოხატაურელებს მოვუწოდებ, ამოიღეთ ხმა, ნურაფრის ეშინიათ და ნუ ჩურჩულებთ, რომ რაღაცები არ მოგწონთ. ხმამაღლა თქვით, ამ „ბანძებს“ ნუ დააჩმორებინებთ თავს. არ ვართ ჩვენ ის ხალხი, რომ რუსებმა, ლაჩრებმა და მართლა „ჩმორებმა“ შეგვაშინონ. ამოიღეთ ხმა! თითოეულ თქვენგანთან ვიქნები, ყველა რაიონში, ქალაქში, სოფელში, თითოეულ ოჯახში, ვისაც დასჭირდება, ჩვენ ერთ გუნდად მოვალთ და დავიცავთ თითოეული თქვენგანის ინტერესს”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისების საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ჩოხატაურის მერის, დავით შარაშიძის განცხადებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ტყუილად ატყდა.

მისივე განმარტებით, სკვერს მხოლოდ რეაბილიტაცია უტარდება და მისი გაყიდვა არ იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g