გუშინ გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, რომ ხონში, კიჩხის კანიონთან ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი ექიმ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა. 35 წლის ავთო კულუმბეგოვი კინჩხაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს თანაგრძნობისთვის მადლობას უხდის.
„ტრაგიკულად დავკარგე ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა. მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.