LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს ელექტროქარების ფასები დაეცა

77

გამოცემა AutoBlog-მა საკუთარ საიტზე Tesla-ს ელექტროქარების ახალი ფასების შესახებ ინფორმაცია განათავსა. როგორც წესი, ამერიკული მწარმოებელი არ გამოირჩევა ხშირად ფასების ცვალებადობით, თუმცა, მიუხედავად მისი ზოგადი პოლიტიკისა, კომპანიამ Model S-ზე ფასი 77.000$-დან 69.500$-მდე შეამცირა. ფასის შეუმცირდა მის ორ მოდელს 75D-სა და 90D-ს. ფასები პირველ ავტომობილზე 74.500$-მდე შემცირდა, ხოლო მეორე მოდელის შემთხვევაში 87.500$-ს შეადგენს.

მათთვის ვინც უკვე ფლობს ზემოთ აღნიშნულ მოდელებს, ასევე შესაძლებელია შემცირებული ფასებით სარგებლობა. 60 ან 70-kWh-ის სიმძლავრის Model S-ის განახლების შემხვევაში გაიაფდა 75 kWh სიმძლავრის აღჭურვილობა, რომელიც 9000$-დან 2000$-მდე დაეცა.

მიუხედავად კარგი სიახლისა, კომპანიამ 100-kWh სიმძლავრის ელექტროქარებზე ფასები ცოტათი გაზარდა. Model S 100D–ს ფასი 95.000$-დან 97.500$-მდე გაიზარდა, P100D–ს კი, 134.500$-დან 140.000$-მდე. რაც შეეხება Model X-ს, 100D ვერსიის ფასმა 98.500$ – დან 99.500-მდე მოიმატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები