საქვეყნოდ ცნობილი კარიკატურისტი ომარ მომანი მუდმივად აშარჟებს სპორტულ და ძირითადად საფეხბურთო მატჩებს და სიუჟეტებს. ჩემპიონთა ლიგის გამორჩეული შეხვედრები გამონაკლისი ვერ იქნებოდა და ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ახალ-ახალი ნახატები.
„ბარსა“-„იუვეს“ მატჩამდე ზვიგენების შარჟი შემოვიდა მოდაში, რადგან კიელინიმ მატჩამდე თქვა, „ბარსელონა“ ზვიგენია, თუ სისხლის გემო იგრძნო, მერე ვაი ჩვენო… ეს ამბავი როგორ დამთავრდა კარიკატურიდანაც ჩანს…
კარიკატურა მოგვითხრობს თუ საით გაუწევია „ზებრებს“…
ყურადღების მიღმა არც „რეალი“-„ბაიერნის“ გახმაურებული მატჩი დარჩენილა.
ნახატ-შარჟი არ არის, მაგრამ შარჟობამდე აბა რაღა უკლია, ბონუჩი რომ მესის გასასვლელისკენ მიუთითებს, მორჩა თქვენი დროო…
ეს ბოლო თითქოს ერთი ფოტოა, მაგრამ დააკვირდით – კიელინი და სუარესი მაისურებს ცვლიან: გახსოვთ ალბათ, იყო დრო სუარესმა კიელინი შესაჭმელად გაიმეტა და შეიძლება ახლაც აქვს პირში მისი ხორცის გემო… პრინციპში შერიგდნენ…