მხატვარმა ბარსელონას ქუჩებში „მოზასავე“ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო დახატა.
კლასიკოს წინ ბარსელონას ერთ-ერთ ქუჩაზე უცნაური ნახატი გაჩნდა: მისი დამხატავი გახლავთ Tvboy-ის ფსევდონიმით ცნობილი მხატვარი, რომელმაც „რეალისა“ და „ბარსელონას“ ლიდერებს ერთმანეთისთვის ტუჩებში აკოცნინა. სურათმა სახელწოდებად მიიღო: სიყვარული ბრმაა.
გამოსახულება დატანილია Paseo de Gracia-ის პროსპექტზე, შუშის კედელზე.
მადრიდში, „რეალისა და „ბარსელონას“ მორიგი ელ კლასიკო 23 აპრილს გაიმართება. ეს ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურია.
სატურნირო ცხრილში „ბარსელონა“ მადრიდელებს სამი ქულით ჩამორჩება და თან ერთი თამაშით მეტი აქვს.