LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექიმების დაუდევრობის გამო, ლამის სიცოცხლეს გამოვემშვიდობე, ანესთეზიიდან რომ გამოვედი, ექიმები მედგნენ თავზე და იმისთვის მიხდიდნენ ბოდიშს, რომ ოპერაციამ გეგმის მიხედვით არ ჩაიარა“ – არნოლდ შვარცენეგერი

360
page

76 წლის არნოლდ შვარცენეგერმა Page Six-ს ინტერვიუ მისცა. მსახიობმა საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ექიმების შეცდომის გამო, ლამის სიცოცხლეს გამოემშვიდობა. როგორც ირკვევა, ოპერაცია, რომელიც არაინვაზიური უნდა ყოფილიყო, მას შემდეგ გართულდა, რაც ექიმებმა შეცდომა დაუშვეს და გულის კედელი გაუჭრეს. ამის შემდეგ მსახიობს  სისხლდენა დაეწყო.

„რამდენიმე წლის წინ, ტერმინატორის მეექვსე ფილმის გადაღებების დაწყებამდე გულის მესამე ოპერაცია გავიკეთე. ანესთეზიიდან რომ გამოვედი, ექიმები მედგნენ თავზე და იმისთვის მიხდიდნენ ბოდიშს, რომ ოპერაციამ გეგმის მიხედვით არ ჩაიარა. ექიმების დაუდევრობის გამო, ლამის სიცოცხლეს გამოვემშვიდობე. კლინიკის დერეფნებში სიარულისას სულელურად გამოვიყურებოდი, დღეში მხოლოდ 10 ნაბიჯის გადადგა შემეძლო“, –  იხსენებს არნოლდი, რომელიც ახლა თავს კარგად გრძნობს და ჯანსაღი ცხოვრების სტილით ცხოვრობს.

მძაფრსიუჟეტიანი ფილმების „ლომები“ – 75 წლის არნოლდ შვარცენეგერისა და 65 წლის დოლფ ლუნდგრენის იშვიათი გამოჩენა

შორტი და გეტრები – ასეთია75 წლის არნოლდ შვარცენეგერის შობის დილა ლოს-ანჯელესის ქუჩებში

ორი ლეგენდა და „ჰელოუინის“ გოგრები – სილვესტერ სტალონე და არნოლდ შვარცნეგერი ერთობლივ ფოტოებს ავრცელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები