LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მფრინავი აპარატი Flyer უკვე გაყიდვაში ჩაეშვა

49

რამდენიმე წლის წინ, Google-ის წარმომადგენელი ლარი პეიჯი, კომპანია Kitty Hawk-ის სტარტაპს ფინანსურად დაეხმარა. იმ პერიოდისთვის შემუშავებული კონცეპტის რეალურად განხორციელების არავის სჯეროდა, თუმცა სულ ახლახანს კონცეპტი უკვე დასრულებულ საფრენ აპარატად წარმოგვიდგა, სახელად Flyer. მოწყობილობა ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება ყველა მსურველისთვის, მას 2017 წლის ბოლოსკენ საერთაშორისო მარკეტში გამოჩენასაც უწინასწარმეტყველებენ.

კონსტრუქცია ჰოვერბაიკს წააგავს, რომელიც აღჭურვილია 8 ელექტროგაწევით. აპარატს შეუძლია როგორც ვერტიკალური ფრენა, ასევე ჰორიზონტალური მანევრირება. იგი მოძრაობს თითქმის ყველაზე რთული კლიმატური პირობების პირობებშიც.

ფასი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა Kitty Hawk-ის განცხადებით, საფრენი აპარატი ხელმისაწვდომი ფასით იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები