ჯონ ლეჯენდმა და მისმა მეუღლემ, კრისი ტაიგენმა ქორწინების 10 წოლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნეს. ისინი შვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იტალიაში, კომოს ტბაზე გაემგზავრნენ და ხელახლა იქორწინეს.
გლამურულ ცერემონიალზე 37 წლის კრისი შავ-თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი, ამავე ფერების კომბინაციის ფრაკი მოირგო 44 წლის არტისტმა.
ცნობისთვის, ჯონსა და კრისის ოთხი შვილი ჰყავს. გასულ წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ, მიმდინარე წელს კი მეოთხედ გახდნენ მშობლები. წყვილს სუროგატი დედის მეშვეობით ვაჟი გაუჩნდა, რომელსაც რენ-ალექსანდრ სტივენსი დაარქვეს.
ორსულობით გაბედნიერებული კრისი ტაიგენი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა