LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ ხარ მოუდრეკელი, თბილი, უღალატო გოგო..ალბათ წერა, რომ შემეძლოს ასობით მოთხრობას მოგიძღვნიდი, როგორც პიროვნებას და უერთგულეს ადამიანს“ – თაკო ჩარკვიანს მეუღლე დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს

1025
fot

თაკო ჩარკვიანი იუბილარია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, ჯონი გიგანი წერს და თაკო ჩარკვიანს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.

„გილოცავ თაკო დაბადების დღეს, 30 წელია ერთად ვართ, 99% შენ ხარ ოჯახის ბურჯი. ძალიან ბევრჯერ განერვიულე, მაგრამ ყველაფერი წუხილის გარეშე გადამატანინე, ეს იქნება ტერაქტი თუ თავდასხმები, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე გადავიტანეთ ერთად, შენ ხარ მოუდრეკელი, თბილი, უღალატო გოგო.. ალბათ წერა, რომ შემეძლოს ასობით მოთხრობას მოგიძღვნიდი, როგორც პიროვნებას და უერთგულეს ადამიანს… ხომ იცი თავზე მეტად მიყვარხარ, ჩემო ბედნიერებავ, წინ თავისუფლებისკენ, მე შენთან ვარ მუდამ“ – წერს ჯონი გიგანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g