LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნიკა მელიას თქმით, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი

782
Untitled design

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ენმ-ის დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში,  საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს.

ამის შესახებ ნიკა მელია საუბრობს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც შემთხვევის ადგილზეა გადაღებული:

„ნახევარი საათის წინ, მას შემდეგ, რაც ირაკლი ეძგვერაძე გლდანში, სახლში მობრუნდა, იმყოფებოდა რამდენიმე მეგობართან ერთად, მას თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი“, – ამბობს ნიკა მელია.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია განახლებადია.

 

თავდასხმა გლდანში

Posted by Nika Melia / ნიკა მელია on პარასკევი, 22 სექტემბერი, 2023

 

„მთელმა გლდანის რაიონმა იცის, რა კაცია კოტე ზარნაძე და რა კაცია ირაკლი ეძგვერაძე“ – დაპირისპირება საკრებულოში  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g