„ფაქტობრივად, ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის რაღაც მასხარაობა, სანახაობა, ხალხი ვეღარ უყურებს მათ, ეცინება, იმიტომ რომ კრიტერიუმები აღარ არსებობს“, – ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ხომ ვუყურებთ, რომ ნებისმიერი მათი ნარატივი არის სიყალბესა და ტყუილზე დაყრდნობილი, თან ძალიან მოკლევადიანზე.
ენმ-ის დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შსს-მ 6 პირი დააკავა
ერთდღიან, ორდღიან თემებზე ხმაურობენ, დგამენ რაღაც გაუთავებელ შოუებს და ეს ყველაფერი ძალიან მალე მთავრდება, იმიტომ რომ რეალური თემა არ აქვთ საიმისო, რომ ხალხი მათ აჰყვეს.
ფაქტობრივად, ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის რაღაც მასხარაობა, სანახაობა. ვერ შეაფასებ უკვე მათ საქციელს. რაღაცით ხომ უნდა შეაფასო ადამიანის საქციელი – საერთოდ კრიტერიუმი აღარ აქვთ. არც გონებრივი, არც ზნეობრივი. ყველაფრის მკადრებელი ადამიანები დგამენ პერფორმანსებს“, – განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.