LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ტევად საკრუიზო ლაინერს 5 წელიწადში ააშენებენ (ვიდეო)

45

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ევროპული კომპანია MSC მზადაა, რომ 2022 წლისთვის შექმნას ხომალდი, რომელსაც 2 760 კაიუტა ექნება და 6 850 ადამიანს დაიტევს.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ყველაზე დიდი საკრუიზო გემი კომპანია Harmony of the Seas ყავს და ის – 6 360-დან 6 780-მდე სტუმარს იტევს.

როგორც MSC-ის ექსპერტები იუწყებიან, ახალი ლაინერის სიგრძე მინიმუმ 330 მეტრი, სიგანე კი 47 მეტრი იქნება და 2022-დან 2024 წლამდე ოთხ ასეთ ხომალდს დაამზადებენ.

10აღსანიშნავია, რომ გემზე საოჯახო დასვენებისთვის სპეციალური ზონები გამოიყოფა, გარდა ამისა გაკეთდება მინის აუზი და პანორამული კედელი, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემს რომ ულამაზესი ხედებით დატკბნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები