LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ტერიტორიებს ტაშ-ფანდურით დავიბრუნებთ შესაბამისად, ქვეყანა ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს“ – ზურაბ ბატიაშვილი 

187
ზურაბ ბატიაშვილი - ფოტო რადიო „თავისუფლება“

„პირადად მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ტაშ-ფანდურით დავიბრუნებთ ტერიტორიებს. შესაბამისად, ქვეყანა ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „რონდელის“ ფონდის მკვლევარი და აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილი წერს და ამ პოსტით სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება.

როგორც ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ამის [ძალის გამოყენების] უფლება ნებისმიერ ქვეყანას აქვს:

„მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება ამ გზას, რადგან ღრმად გვწამს - მშვიდობა ის საფუძველია, რომელზედაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა“

„რა თქმა უნდა, ტერიტორიების დაბრუნება მშვიდობიანი გზით გვირჩევნია, მაგრამ თუ მშვიდობიანად არ/ვერ ხერხდება და სხვა გზა არ გრჩება, ძალის გამოყენების უფლებაც გაქვს.

„იიი, ომი გინდა?“ მტრის პროპაგანდაა ბრიყვების კიდევ უფრო გასაბრიყვებლად. რომელი ტერიტორია დაგვიბრუნებია მშვიდობიანად ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე? არცერთი.

ამიტომ, პირადად მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ტაშ-ფანდურით დავიბრუნებთ ტერიტორიებს. შესაბამისად, ქვეყანა ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს.

„მინდოდა მეთხოვა, რომ ჩემს სიცოცხლეში გადმოასვენონ.. ობოლმა ბავშვებმა გაიგონ მათი მამა სადაა, მაგრამ წავიდა, არ მოგვისმინა“ – აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან ხმაური იყო

ეს უფლება აქვს ნებისმიერ ქვეყანას (ბოლო ასეთი შემთხვევა აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა), ამ პრინციპის წინააღმდეგ ვერავინ წავა და ეგ გამოარჩევს სახელმწიფოს ინდივიდისგან.

სახელმწიფოს რაც შეეხება, ეგ ჯერ არ გვაქვს. ჯერ ეგაა დასაბრუნებელი და მერე სოხუმიც იქნება და ცხინვალიც!“ – წერს ზურაბ ბატიაშვილი.

დღეს სოხუმის დაცემის დღეა.

 ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g