LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავდასხმა, გატაცება და მკვლელობა“ – პოლონეთში 34 წლის ქართველი დააკავეს 

1037
1

პოლონეთში, მოდლინის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე სასაზღვრო დაცვის ოფიცრებმა დააკავეს. 34 წლის კაცი წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ადგილობრივი გამომცემლობა „Polsatnews“–ის ცნობით, მას ბრალად ედება: თავდასხმა, გატაცება, ძალადობა და მკვლელობა.

როგორც ირკვევა, შემოწმებისას, მამაკაცის პასპორტში უნგრეთის და ლატვიის სასაზღვრო კონტროლის მარკების ყალბი ანაბეჭდებიც აღმოაჩინეს.

მას დანაშაულისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

34 წლის მამაკაცი უკვე გადაიყვანეს ვარშავის საოლქო პროკურატურაში, საქმეზე შემდგომი გამოძიება კი უკვე იქ გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g