„რანინას“ უსაყვარლესმა კვარტეტმა თბილისობის დღესასწაულზე ლეგენდარულ მომღერალთან გენო ნადირაშვილთან ერთად საინტერესო შესრულება წარმოგვიდგინა.
კვარტეტის წევრმა, გეგა შონიამ ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:
„როგორი დიდი პატივია ასეთი ბუმბერაზი და თბილისის კოლორიტი მომღერლის გვერდზე დგომა და მასთან ერთად სიმღერა – გენო ნადირაშვილი და ეს ნამდვილად ჩვენი უსაყვარლესი პედაგოგების დამსახურებაა. დიდი მადლობა თქვენ!..“