LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯორდანმა აშშ-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში შეაბიჯა

172
333

ჟურნალ Forbes-ის ცნობით, მაიკლ ჯორდანი პირველი პროფესიონალი ათლეტი გახდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში შევიდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში NBA-ის კლუბის „შარლოტ ჰორნეტსის“ საკუთარი წილის დიდი ნაწილის გაყიდვით 60 წლის ლეგენდარული კალათბურთელის ქონებამ 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სპორტსმენებიდან, ვისმა ქონებამაც მილიარდს გადააჭარბა, მაიკლ ჯორდანთან ერთად ლებრონ ჯეიმსი და ტაიგერ ვუდსი არიან.

საკალათბურთო კარიერის განმავლობაში, რომელიც 15 სეზონი გრძელდებოდა, მაიკლ ჯორდანმა დაახლოებით 94 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 1997-98 წლებში იგი ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეც იყო. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ჰონორარი – $2.4 მილიარდი (გადასახადების გადახდამდე), რომელიც ჯორდანმა ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობით მიიღო, როგორებიცაა McDonald’s, Gatorade, Hanes და, რა თქმა უნდა, Nike.

შეგახსენებთ ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ მაიკლ ჯორდანი ინვესტირებას სერიული მანქანებით ავტორბოლის ნაციონალური ასოციაციის (NASCAR) ერთ-ერთ გუნდში აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g