LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შპს „იმედის კლინიკაში“ ორ მცირეწლოვან პაციენტს ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა – სამედიცინო რეგულირების სააგენტო

176
ing (3)

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „იმედის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.

სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში, ორ მცირეწლოვან პაციენტს, ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა:

„შპს „იმედის კლინიკას“ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო, 13 სექტემბერს შეუჩერა.

მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს გეგმური ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს.

უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები. სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს “იმედის კლინიკაში” უკანონო სამედიცინო საქმიანობის…

Posted by სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო on ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი, 2023

 

 

magti 5g