LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე ველომეგობრული ქვეყნები

136
12

Euronews-ი ევროპის მასშტაბით წლების განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით იმ ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ველოტრანსპორტი დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

როგორც ირკვევა, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების და ენერგიის დაზოგვის საუკეთესო საშუალებად ველოსიპედებსა და სკუტერებს ნიდერლანდების მოსახლეობა მიიჩნევს. რეიტინგში ჰოლანდიელებს შვედები, გერმანელები, უნგრელები, ფინელები, დანიელები, ბელგიელები, ლატვიელები, ავსტრიელები და პოლონელები მოჰყვებიან.

სტატისტიკის მიხედვით, ნიდერლანდელების უმეტესობა ველოტრანსპორტს დღეში ერთხელ მაინც იყენებს.

რაც შეეხება ევროპის ველომეგობრულ დედაქალაქებს, ველოტრანსპორტი გადაადგილების საშუალებებს შორის დომინანტური კოპენჰაგენშია. რეიტინგში მომდევნო საფეხურებს ამსტერდამი, ჰელსინკი, ბერლინი, ლუბლიანა, ზაგრები, დუბლინი, სტოკჰოლმი, ვენა და პარიზი იკავებენ.

Euronews-ი დარწმუნებულია, რომ ელექტრო და სატვირთო ველოსიპედების მიმართ მზარდი ინტერესი ევროპას ველოსიპედების რევოლუციას უქადის და აღნიშნულის მტკიცებულებად კოპენჰაგენს იშველიებს, სადაც მხოლოდ 2023 წელს სატვირთო ველოსიპედების რაოდენობამ 40 ათასს მიაღწია. როგორც ირკვევა, ასეთი ტიპის სატრანსპორტო საშუალებას საკვები პროდუქტების, ამანათების, მცირე ზომის სამშენებლო მასალებისა და ინსტრუმენტების გადასატანად იყენებენ.

Euronews-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო წლებში ევროპაში ველოტრანსპორტის, როგორც გადაადგილების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საშუალების პოპულარობა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ განაპირობა.

Euronews-ი იმედოვნებს, რომ ევროპის მასშტაბით გზების მოწესრიგება და საგზაო წესების ველოსიპედისტთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით რეგულირება ყველა ქვეყნისთვის პრიორიტეტი გახდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g