LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე ჩარკვიანს: „ქალბატონო თამარ, სხვათა შორის, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ გაიღიმოთ“

150
fot (1)

„ქალბატონო თამარ, სხვათა შორის, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ გაიღიმოთ,“ – ასე მიმართა პარლამენტში, სხდომაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს.

ამასთან, მდინარაძემ ჩარკვიანს ზრდილობაზე მითითებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ქალბატონო თამარ, სხვათა შორის, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ გაიღიმოთ. მაშინ, როდესაც სხვები რაღაცაზე გაიცინებენ, შენიშვნას ნუ მოგვცემთ და ზრდილობაზე ნუ მიგვითითებთ, თუ შეიძლება. ძალიან მეორეხარისხოვანი საკითხია, მაგრამ ზრდილობის პრობლემები თავად მოიკითხეთ. ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამის თქმა მიწევს. და ადამიანი რომ გაიცინებს და უკვე ამაზე ჩაფრენილები ხართ, არგუმენტები არაფერთან დაკავშირებით რომ აღარ გაქვთ, ეს არის ამის დასტური და თუ შეიძლება, ზრდილობაზე მითითებისგან ცოტა თავი შეიკავეთ.“- აღნიშნა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g