LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში მეგობარს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა “ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

722
იტალიაში დაკავება

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ადამიანის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1979 წელს დაბადებული პირი, რომელიც მოკლულის მეგობარია:

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ბრალდებულმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს – 1981 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g