LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოექსპერტებმა დღეგრძელი ავტომობილების ტოპ-5 დაასახელეს

62

ნისლიან ალბიონზე ავტოექსპერტებმა დღეგრძელი ავტომობილების ტოპ-5 შეადგინეს. სიაში ის მოდელები შევიდნენ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გამოდიან ისე, რომ ხარისხს არ კარგავენ.

რეიტინგის ლიდერი პოზიცია ამერიკულმა Chevrolet Corvette-მა დაიკავა, რომლის პირველმა ვერსიამაც დღის სინათლე 1953 წელს იხილა. მას შემდეგი ავტომობილი რეგულარულად ექვემდებარება განახლებას და აშშ-ს უზარმაზარ საავტომობილო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა.

„ვერცხლი” Mercedes-Benz S-Class-ს ერგო, რომელიც პირველად საზოგადოების წინაშე 1972 წელს გამოჩნდა. ევოლუციის მსვლელობისას მან სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემა და მძღოლის დამხმარე საშუალება მიიღო, ასევე აღსანიშნავია მისი კომფორტული სალონიც.

მესამე პოზიცია რეიტინგში Jeep Wrangler-მა დაიკავა. 1941 წელს ყველგანმავალი Willys MB-ის სახელით გამოდიოდა და სამხედროების საჭიროებებისთვის იყო განკუთვნილი, მოგვიანებით კი პოპულარობა სამოქალაქო საზოგადოებაშიც მოოიპოვა.

მეოთხე ადგილზე Porsche 911 გავიდა. ავტომობილს ხშირად უწოდებდნენ იტალიური სუპერქარების ალტერნატივას. დღეს ბაზარზე Porsche 911-ის მეექვსე თაობაა წარმოდგენილი, მოდელის ისტორია კი 1964 წელს იწყება. მიუხედავად მახასიათებლების განახლებისა, მას თავისი საფირმო სტილი არ დაუკარგავს.

საუკეთესო ავტომობილების ჩამონათვალს ამერიკული ლეგენდა – Ford Mustang ასრულებს. ის 1964 წელს გამოჩნდა, დღეს მისი მეექვსე თაობაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები