LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ტრანსფერები: რომელ გუნდებს უკავშირებენ ნაკრების ფეხბურთელებს

33

სატრანფერო სეზონი თანდათან ხურდება. ქართველი ფეხბურთელების მიდი-მოდიც აქტუალურია. მართალია ძალიან ხმაურიან ტრანსფერებს არ ველით, მაგრამ დადებითიც ხდება. თუნდაც ესპანურ „სარაგოსაში“ წასული პაპუნაშვილის ამბავი ავიღოთ.
უშუალო ტრანსფერებამდე ჯერ როგორც ხდება ხოლმე ვერსიები დადის. ასეა ახლაც.

 

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა პოლონურ “კორონაში” 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ქართველი ფორვარდი ახლახან წარადგინეს.
კაჭარავა “კორონას” ფეხბურთელი ჯერ კიდევ გასულ თვეში გახდა, თუმცა ჯერჯერობით გუნდთან ერთად ვარჯიში არ დაუწყია.
შეგახსენებთ, რომ ნიკამ გასული სეზონი კვიპროსულ “ეთნიკოსში” გაატარა, “კორონასთან” კი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია, შესაძლოა პრაღის “სპარტაში” ვიხილოთ. ჩეხური გუნდი ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს და ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ გურამს განიხილავს – თუმცა, სათადარიგო ვარიანტად.
საქმე ისაა, რომ “სპარტამ” უკვე მიაღწია შეთანხმებას “უდინეზეს” ფრანგ მცველ ტომას ჰეტროსთან და ახლა ცდილობს კლუბი დაიყოლიოს. თუ ეს არ გამოვა, მაშინ “სპარტა” სწორედ კაშიას ტრანსფერზე გადაერთვება.
შეგახსენებთ, გურამ კაშია “ვიტესში” 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობს და გუნდის კაპიტანია.

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე ახალი სეზონიდან შესაძლოა ესპანეთში ვიხილოთ. 27 წლის ქართველი გოლკიპერით ლა კორუნიის “დეპორტივოა” დაინტერესებული. ჯერჯერობით, ტრანსფერზე დეტალები არ დასახელებულა.
შეგახსენებთ, მაკარიძე “მორეირენსეში” ერთი წლის წინ ჩაირიცხა და მშვენიერი სეზონი ჩაატარა. მაკარიძეს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯაბა კანკავას რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბის ვარიანტი აქვს. კონკრეტულად რომელ გუნდზეა საუბარი არ სახელდება.
კანკავა ფრანგული ლიგა 2-ის “რეიმსის” ფეხბურთელია. ჯაბამ ორი სეზონი გაატარა რეიმსში: ერთი ლიგა 1-ში, მეორე კი – ლიგა 2-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები