BBC-ის ინფორმაციით, ამ წუთებში ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქი აშქელონი იბომბება. როგორც BBC-ის კორესპონდენტი წერს, ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი თავშესაფრებშია. ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა.
რამდენიმე საათის წინ ჰამასმა ქალაქის მოსახლეობა გააფრთხილა დაეტოვებინათ ქალაქი. “ჰამასის” წევრები აცხადებდნენ, რომ ღაზის სექტორის დაბომბვის საპასუხოდ აშკელონზე მიიტანდენ იერიშს.
ტელეგრამ არხებით გავრცელებულ მიმართვაში „ჰამასი“ აშკელონის მცხოვრებლებს ქალაქის დასატოვებლად დროს ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე აძლევდა დროს.
ქალაქი აშქელონი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს.
„ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრება
CNN: ისრაელში მშობლები გააფრთხილეს, რომ ბავშვებს სოციალური ქსელები წაუშალონ