LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მომღერლები ისრაელს სოლიდარობას უცხადებენ – „ჩემი წილი საქართველო მაქვს ისრაელში“

1330
ფორტუნა - 2023-10-11T005915.071

ქართველი მომღერლები ისრაელს მხარდაჭერას უცხადებენ.

თიკა ფაცაცია:

„ისრაელიდან ორი დღით ადრე წამოვედი, სანამ ეს საშინელება დაიწყებოდა. ეს ქვეყანა სულ ომის რეჟიმშია, ბოლო წლების განმავლობაში პატარა თავდასხმები სულ იყო, მაგრამ მსგავსი არასდროს მომხდარა. წელიწადში ორჯერ ჩავდივარ და ქართველ ებრაელებს ვხვდები ხოლმე და ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და ახლა ასეთ განსაცდელში რომ აღმოჩნდნენ, ძალიან განვიცდი.

ის ქალაქიც იბომბება, აშდოდი, სადაც რამდენიმე დღის წინ ქართველი მომღერლები ვიმყოფებოდით. მინდა, მათ მშვიდობა ვუსურვო და ვუსურვო, რომ ეს საშინელება მალე დასრულებულიყოს“.

 ლაშა რამიშვილი. 

„ყველაზე ცუდი ისაა, რომ ომს ძალიან დიდი კუჭი აქვს და ადამიანების სიცოცხლით იკვებება, აქედან გამომდინარე ყველა ომი მე თუ მკითხავთ, საშინელებაა, მით უფრო იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი სამეგობრო და ის ხალხი არიან, ვინც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. მშვიდობა ისრაელს“.

ხვიჩა მაღლაკელიძე:

„ისრაელი ბავშვობიდან ჩემთვის ახლობელი ქვეყანაა. ისრაელში ცხოვრობენ ჩემთვის ძალიან ახლო ხალხი. მე მათ გარემოცვაში ვიზრდებოდი, და ამ უძლიერესი ქვეყნის ხშირი სტუმარი ვარ. მე ჩემი წილი საქართველო მაქვს ისრაელში და იქ ჩავდივარ როგორც საკუთარ სახლში. არ ვიცი, როგორ ვანუგეშო და რა ვუთხრა. მე მათ ვუსურვებ, რომ ყველაფერი მალე დაასრულონ“.

სოფო ბედია:

„მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ადამიანებს, რომლებიც წლების წინ ჩემი ძალიან ახლო მეგობრები გახდნენ. მინდა, მშვიდობა გისურვოთ. მშვიდობას ვწირავ უფალს, რომ დაახლოებით 3-4 დღით ადრე გამოვასწარით ამ უბედურებას. იქ რომ მოვხვედრილიყავი, არ ვიცი, რამხელა სტრესს მივიღებდი“.

ლაშა ღლონტი:

„მოძმე და მონათესავე ერია. იმაზე აღარ ვილაპარაკებ, რომ 26 საუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. იმდენად დათრგუნული ვარ ისრაელში მიმდინარე ამბებით, რომ აღარც სიმღერა მინდა. როგორ ხასიათზე უნდა იყო ადამიანი, იმ კადრების ნახვის შემდეგ. მთელი მსოფლიოს სირცხვილია, რომ აქამდე მიიყვანა საქმე და ამას დროზე ვერ უშველეს. გამძლეობას ვუსურვებ ჩემს ებრაელ ხალს“.

ნინო ჩხეიძე:

„15 წელზე მეტია, რაც ებრაელ ხალხთან და ქართველ ებრაელებთან ვმეგობრობ. მათთან ყოველთვის დავდივარ. ჩემთვის წარმოუდგენელი რამ ხდება.

აფხაზეთიდან გამომდინარე, ჩვენ თითქოს შეგუებულები უნდა ვიყოთ ომს, მაგრამ ისრაელში იმდენად დაცულად ვგრძნობდი თავს ყოველთვის, რომ წარმოუდგენელია, რაც ახლა იქ ხდება. მინდა, ყველა გავამხნევო , მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს შეუძლებელია, მინდა, მათ ამ ყველაფრის მალე დასრულება ვუსურვო“.

 

magti 5g