LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

123
ნათია

„საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად მუშაობას ინტენსიურად განაგრძობს“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ბო ლისთან შეხვედრაზე განაცხადა.

საუბრისას მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, რათა შესრულდეს არსებული რეკომენდაციები და სწრაფად მოხდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA)) აღდგენა და მიმოხილვის დასრულება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 1991 წლიდან თანამშრომლობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მარაქეშში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g