LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა მაროკოში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება

148
თურნავა

11-14 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მაროკოს ქალაქ მარაქეშში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერსს, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ფედერალური რეზერვების ბანკის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ცენტრალურ დეპოზიტარ ქლიარსთრიმის მენეჯმენტთან, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების მენეჯმენტთან და საერთაშორისო საგადახდო სისტემების – ვიზა და მასტერქარდის წარმომადგენლებთან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მონაწილეობას მიიღებს „Bank of America“-ს მიერ გამართულ ინვესტორთა კონფერენციაში, სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისთვის და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობას მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მიიღებენ.

mazda magti 5g